საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ წამალზე უფრო ეფექტურად კურნავს, თანაც მინერალური წყლების ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუ კი მათ, თან ახლავს მთის ჰაერი, მზის სხივები და ტყის მაცოცხლებელი სიმწვანე.
წყალტუბო. თუ კი სადმე მართლაც არსებობს ნამდვილი და არა ზღაპრული უკდავების წყარო - იგი აქ, წყალტუბოში ამოსჩქეფსდედამიწის გულიდან. აქ მოჰყავთ რევმატიული დაავადებებით იმდენად შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმაც კი არ შეუძლიათ. გაივლიან თუ არა სამკურნალო კურსს, რომელიც 25-30 აბაზანისგან შესდგება, მათ ავიწყდებათ რომ წყალტუბოში საკაცით ჩამოიყვანეს.
კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მდინარე წყალტუბოს ხეობაში, ქუთაისიდან 7 კმ-თაა მოშორებული, თბილისიდან – 250 კმ-თი, ხოლო შავი ზღვიდან _ 70 კმ-ით, იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს.
წყალტუბოს სამკურნალო წყალი დიდი ხანია გახდა ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ბუნების ამ უნიკალურ საჩუქარს ტყუილად როდი უწოდეს "უკვდავების წყარო". ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება ცნობილია უხსოვარი დროიდან. დღეისათვის კი თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები გვაძლევს მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ამაღლების საშუალებას.
უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლების გამო კურორტმა შორს გაითქვა სახელი. მისი მინერალური წყლები განეკუთვნებიან სუსტადრადონულ (1-2,7 ნკ/ლ ან 3; 7,5 მახეს ერთეული ან 40-100 ბკ.) ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-მაგნიუმიან-კალციუმიან წყლებს. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა (33-350ჩ) საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ის წინასწარი შეთბობის გარეშე.
კურორტ წყალტუბოში იყენებენ აბაზანის მიღების თავისებურ ტექნიკას. აბაზანის მიღების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ მკურნალობა მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყალში, (ანუ მინერალური წყალი პროცედურის დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ და სამკურნალო თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

წყალტუბოს მინერალური წყლები სხვა წყლებისგან იმით განსხვავდება, რომ მასშიშემავალი ინგრედიენტები, უმცირეს დასაშვებ ზღვარზე ნაკლები რაოდენობითაა.
კურორტზე აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი _ კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი (განსაკუთრებით კი "თეთრი მღვიმის" მიკროკლიმატი) წარმატებით გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ბრონქული ასთმისა და ნევროზების სამნკურნალოდ. (ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები მღვიმის კეთილმოსაწყობად.)
ს/ს "ბალნეოსერვისის" ბალნეოთერაპიულ კომპლექსში (სააბაზანო #6, ე.წ. "სტალინის აბაზანა") მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობითა და თერმული აბაზანების, ჰიდრომასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურისა და სხვა სამკურნალო პროცედურების დახმარებით მიიღწევა მრავალი დაავადების ეფექტური მკურნალობა და პროფილაქტიკა.
No comments:
Post a Comment