მდებარეობა: დაბა ურეკი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე. ის დიდი მნიშვნელობის ზღვის კლიმატური კურორტია.
კლიმატი: ჰავა არის ზღვის სუბტროპიკული, აქ იცის თბილი უთოვლო ზამთარი და ცხელი ზაფხული.
ძირითადი სამკურნალო ფაქტორები არის: ქვიშიანი პლაჟი, ზღვა და ზღვის ჰავა.

ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

ინფრასტრუქტურა: ურეკში არც თუ ის ებევრი კაფე-ბარი და ღამოს კლუბია როგორც აჭარის კურორტებზე, თუმცა ეს კურორტი დამსვენებლის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. ურეკი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის და განტვირთვისთვის.
ურეკში არის საკმაოდ ბევრი კეთილმოწყობილი სასტუმრო, და დასასვენებელი პუნქტები, ასევე არანაკლებ კეთილმოწყობილი კერძო სექტორი სადაც შედარებით ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ დაისვენოთ. სასტუმროების ფასი 35 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს, ხოლო კერძო ბინების - 5 ლარიდან 20 ლარამდე
This comment has been removed by the author.
ReplyDelete